რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
თურქეთის პრეზიდენტსა და გერმანიის კანცლერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
სატელეფონო საუბრის დროს კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანიის ინტერესებშია ეკონომიკურად ძლიერი თურქეთი. ამასთან, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გერმანიისა და თურქეთის ფინანსთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრა სექტემბერში ბერლინშია დაგეგმილი.