თურქეთის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარ „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას და მის მეუღლეს ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებათ.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინფორმაციით, თვითიზოლაციაში იმყოფება და მოვალეობის შესრულებას სახლიდან აგრძელებს.
„კოვიდ-19“-ის ტესტი, რომელიც მე და ჩემმა მეუღლემ ავიღეთ მსუბუქი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, დადებითი აღმოჩნდა. საბედნიეროდ, დაავადება, რომელიც, როგორც შევიტყეთ, არის „ომიკრონი“, მსუბუქად მიმდინარეობს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მისიას, გავაგრძელებთ მუშაობას სახლიდან“, – ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.