თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ - ქვეყანას აღარ აქვს მოთმინება არასტაბილურობის მიმართ
ქვეყანას აღარ აქვს მოთმინება არასტაბილურობის მიმართ, – ამის შესახებ თურქეთის ოპოზიციის ლიდერმა, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ არჩევნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი გამოჩენის დროს განაცხადა.
ქილიჩდაროღლუს თქმით, მმართველი პარტია ბლოკავს სისტემას იმ უბნებზე საჩივრების შეტანით, სადაც მას ხმების მეტი რაოდენობა აქვს. ქილიჩდაროღლუმ მოხალისეებს და ოფიციალურ პირებს მოუწოდა, დარჩნენ ადგილზე და დააკვირდნენ ხმის დათვლის პროცესს.
„ნუ დაბლოკავთ ერის ნებას. დაე, შედეგები მოვიდეს და ყველამ იცოდეს შედეგები. ქვეყანას აღარ აქვს მოთმინება არასტაბილურობის მიმართ. სიტუაციის მართვა არ შეიძლება მანიპულირებით, ნუ შეგეშინდებათ ხალხის ნების“, – განაცხადა ქემალ ქილიჩდაროღლუმ.