თურქეთის პრეზიდენტმა ყირგიზეთში ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული ქსელის დახურვა მოითხოვა
თურქეთის პრეზიდენტმა ყირგიზეთში ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან დაკავშირებული ქსელის დახურვა მოითხოვა. ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბიშკეკში ვიზიტისას გააკეთა. საქმე ეხება სკოლებისა და კოლეჯების ქსელს, რომელიც ყირგიზეთში უკვე წლებია მოქმედებს. ანკარაში ამტკიცებენ, რომ გიულენის ორგანიზაცია ტერორისტული დაჯგუფებაა, რომლის წევრებმა 2016 წელს, თურქეთში გადატრიალების მოწყობა სცადეს.
„ჩვენ არ გვინდა, რომ მოძმე ხალხი ანალოგიური პრობლემების წინაშე დადგნენ. გიულენის მოძრაობის წევრებს შეუძლიათ შინაგან სამქმეთა სამინისტროსა და სამხედრო სტრუქტურებში შეღწევა. თურქეთის მსგავსი გადატრიალება შეიძლება მოხდეს ყირგიზეთშიც“, – განაცხადა ერდოღანმა.
ყირგიზეთის მთავრობა ამ დრომდე უარს ამბობს გიულენის მოძრაობის მიერ დაფინანსებული სკოლების დახურვაზე. ანალოგიურად იქცევა ყაზახეთში, სადაც გიულენის მოძრაობის მიერ დაფუძნებულ სასწავლო დაწესებულებებს უბრალოდ სახელწოდება შეუცვალეს.