თურქეთის პრეზიდენტმა წინასაარჩევნო აქციაზე, რომელსაც 1.6 მილიონი ადამიანი ესწრებოდა, ახალი პროექტები დააანონსა
წინასაარჩევნო აქციაზე, რომელსაც 1.6 მილიონი ადამიანი ესწრებოდა, თურქეთის პრეზიდენტმა ახალი პროექტები დააანონსა.
სტამბოლში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი 600 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნოლოგიების განვითარების ობიექტს შექმნის, რომელიც მუშაობის პროცესში საკუთარ რესურსებს გამოიყენებს.
ერდოღანის განცხადებით, ქვეყანაში შეიქმნება ბიოტექნოლოგიების ველი, სადაც ანტისხეულები, ვაქცინები, ლინზები და ქიმიოთერაპიის წამლები იწარმოება და 20 000 ადამიანი დასაქმდება.
თურქეთის პრეზიდენტმა საარჩევნო აქციაზე ასევე აღნიშნა, რომ 200 000 ათასი უნარშეზღუდული ადამიანის დასახმარებლად, სტამბოლში 17 სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება.
ადგილობრივ არჩევნებში მმართველი კოალიციის სტამბოლის მერობის კანდიდატი, ბინალი ილდირიმია. თურქეთში ადგილობრივი არჩევნები 31 მარტს გაიმართება.