თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთის ლიდერ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრა გამართა
აშხაბადში მიმდინარე „ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთის ლიდერ გურბანგული ბერდიმუჰამედოვთან შეხვედრა გამართა.
თურქი ლიდერის თქმით, ოფიციალური ანკარა იმედოვნებს, რომ გააღრმავებს კავშირებს თურქმენეთთან, მათ შორის მომავალში ვაჭრობის ხუთ მილიარდ აშშ დოლარამდე გაზრდის კუთხით.
„როგორც ჩვენი ძმური ურთიერთობების ნაწილი, ჩვენ გავაგრძელებთ ზოგადად თურქმენეთის და მისი ნეიტრალიტეტის სტრატეგიის მხარდაჭერას, რომელსაც წარმატებით ახორციელებს. ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკის, სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტის სფეროში“, – აღნიშნა ერდოღანმა.
მხარეებმა დამატებით აგრეთვე განიხილეს თანამშრომლობის გაუმჯობესების გზები ისეთ სფეროებში, როგორებიც კულტურა, განათლება და სპორტია და ხელი მოაწერეს ცხრა დოკუმენტს, მათი ურთიერთობების შემდგომი განვითარების მიზნით.