თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი - მოვუწოდებთ რუსეთს თავდასხმების შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ
მოვუწოდებთ რუსეთს თავდასხმების შეჩერებისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა „ტვიტერის“ საშუალებით განაცხადა.
მისივე თქმით, გააგრძელებენ ძალისხმევას, რათა დაეხმარონ უკრაინელ ხალხს.
„უკრაინის ომის მეოთხე დღეს, ჩვენ ვიმეორებთ პრეზიდენტ ერდოღანის მოწოდებას რუსეთის თავდასხმების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს და დავასრულოთ სისხლისღვრა ამ უსამართლო და უკანონო ომში“, – აცხადებს იბრაჰიმ ქალინი.