თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა სამი მილიონი სირიელი ლტოლვილის სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ლტოლვილებს სირიის ჩრდილოეთ ნაწილში მოწყობილ ე.წ. უსაფრთხო ზონაში დააბრუნებენ. ბუფერული ზონაში უსაფრთხოებას აშშ და თურქეთი ერთობლივად იცავენ.
სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნების შესახებ ერდოღანმა ანკარაში, რუსეთისა და ირანის პრეზიდენტებთან გამართულ სამიტზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივაზე სირიელ ქურთ მებრძოლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში თურქეთის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ თუ სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებაში, თურქეთს საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაეხმარება, მაშინ „თურქეთი სირიელებს ევროპაში მიმავალ გზას გაუხსნის“.
თურქეთში ამჟამად 3,6 მილიონი სირიელი ლტოლვილი იმყოფება.