თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერდოღანმა პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნისა და სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერისკენ მოუწოდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ თურქეთი მზადაა, უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში თავისი წვლილი შეიტანოს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ერდოღანმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა ჰუმანიტარულ პრობლემებს შეამსუბუქებს.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა მოუწოდა რუს კოლეგას, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში, გახსნას ჰუმანიტარული დერეფნები და ხელი მოაწეროს სამშვიდობო შეთანხმებას.