თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იენს სტოლტენბერგს განუცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარის შეშფოთება ლეგიტიმურ საფუძვლებს ემყარება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ოფიციალური ანკარის შეშფოთება სამართლიან და ლეგიტიმურ საფუძვლებს ეფუძნება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია „ტვიტერის“ გვერდზე აქვეყნებს.

„პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთმა და ფინეთმა ღიად, მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ უარი თქვეს ტერორიზმის მხარდაჭერაზე, გააუქმეს თურქეთის წინააღმდეგ სანქციები და მზად არიან ალიანსის სოლიდარობის გამოსავლენად. თავის მხრივ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თურქეთის, როგორც მნიშვნელოვანი მოკავშირის, მოლოდინების შესრულების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება“, – ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.