თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის თავდაცვად შეფასების გამო ვაშინგტონს აკრიტიკებს
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია აშშ-ის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის თავდაცვად შეფასების გამო ვაშინგტონს აკრიტიკებს.
შესაბამისი განცხადება რეჯეფ ტაიფ ერდოღანის ადმინისტრაციის მედიასთან კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ფაჰრეთინ ალთუნმა „ტვიტერით“ გაავრცელა.
„მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტა. პალესტინელების იძულება დატოვონ საკუთარი სახლები და მათი მიწების ოკუპაცია. მეჩეთებზე თავდასხმა. უდანაშაულო ბავშვების მკვლელობა, როდიდან აფასებენ ამ დანაშაულებებს თავდაცვად? აშშ-ს აქვს რაიმე რეაქცია ამ ხოცვა-ჟლეტაზე და ტერორისტულ აქტებზე?“ – წერს ალთუნი.
ისრაელა და მოძრაობა ჰამასის ორმხრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად ბოლო მონაცემებით 40 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 35 პალესტინელი და ხუთი ისრაელელი.