თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურში აცხადებენ, ორი ქვეყნის ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.
ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად. ის კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში გაიმართოს.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ერდოღანთან მშვიდობის მისაღწევად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მადლობას უხდის თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ქვეყანა.