თურქეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა
თურქეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ხვალ რუსეთს ეწვევა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ ტაიფ ერდოღანის შეხვედრა, რომელიც ქალაქ სოჭში გაიმართება.

მედიის ინფორმაციით, მხარეები ორმხრივი ურთიერთობის, ასევე რეგიონული განვითარებისა და საერთაშორისო საკითხებს განიხილავენ. დაგეგმილია სირიაში, ლიბიაში, ავღანეთსა და სამხრეთ კავკასიაში არსებული სიტუაციების განხილვა.