თურქეთის პრეზიდენტი საბერძნეთსა და კვიპროსს ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთსა და კვიპროსს ხმელთაშუაზღვის აღმოსავლეთით დაძაბულობის ზრდაში ადანაშაულებს. მისი თქმით, საბერძნეთი და კვიპროსი თურქეთის ინტერესების უგულებელყოფას ცდილობენ.
თურქეთის ლიდერმა ათენთან დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა და აღნიშნა, რომ მოლაპარაკების შედეგად ორივე მხარისთვის სარგებლის მიღება იქნება შესაძლებელი.
ერდოღანის განცხადებით, თურქეთს რომელიმე ქვეყნის უფლებების დარღვევის ინტერესი არ აქვს, მაგრამ ასევე არ დაუშვებს საკუთარი ინტერესების დარღვევას.
„თურქეთის ქმედებები რეგიონში ლეგიტიმური იყო და სხვა ქვეყნების მხრიდან თურქეთის წინააღმდეგ ბოლო პერიოდში მიმართული მოქმედებები ზღვიდან ქვეყანაზე გარს შემორტყმას ნიშნავს. ჩვენ არასდროს დავეთანხმებით ამ სქემას. არც ერთ ქვეყანას და კომპანიას არ შეუძლია ჩაატაროს საბურღი გამოკვლევები ჩვენს მხარეებში ჩვენი ნებართვის გარეშე“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.