თურქეთის პრეზიდენტი - ნატო სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში უნდა ჩაერიოს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უნდა გადახედოს პოზიციას და სირიის ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციაში ჩაერიოს. ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვაშინგტონში გამგზავრებამდე გააკეთა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა შეხვდეს.
„ნატო-მ პოზიციას უნდა გადახედოს და სირიის ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენებში ჩაერიოს. სწორედ ამიტომ, მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ 3-4 დეკემბერს ლონდონში დაგეგმილ შეხვედრას. თურქეთი ამ საკითხს ალიანსის ლიდერების შეხვედრაზე წამოწევს. რას საქმიანობს ნატო, რაში გვჭირდება ჩვენ წესდების მეხუთე მუხლი? როდესაც მხარდაჭერა ალიანსს სჭირდება, ანკარა დახმარებას დაუყოვნებლივ სთხოვენ. ამასთან თურქეთი ნატო-ს ბიუჯეტში შენატანების მოცულობით მეორე ან მესამე ადგილზეა. მაგრამ, როგორც კი, საუბარი შეეხება თურქეთის წინაშე არსებულ საფრთხეებს, ანკარას მაშინვე მარტო ტოვებენ. ამ ყველაფერზე ვიმსჯელებთ ლონდონში“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ „სირია-თურქეთის საზღვრიდან ტერორისტების გაყვანა ვერც აშშ-მა და ვერც რუსეთმა ვერ უზურუნველყო“.
„არც რუსეთმა და არც აშშ-მა ვერ შეძლეს სირიის ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილის ტერორისტებისგან გაწმენდა. მებრძოლებს ეს ტერიტორია არ დაუტოვებიათ. ამაზე მეტყველებს ის ტერაქტები, რომლებიც ქამიშლისა და სირიის სხვა რაიონებში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელდა“, – განაცხადა ერდოღანმა.