თურქეთის პრეზიდენტი კიევში სამხედრო ყარაულს უკრაინულად მიესალმა - „დიდება უკრაინას“
თურქეთის პრეზიდენტი, უკრაინაში ვიზიტის დროს, სამხედრო ყარაულს სიტყვებით „დიდება უკრაინას“ მიესალმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინაში ვიზიტის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. ერდოღანი მონაწილეობას მიიღებს უკრაინისა და თურქეთის სტრატეგიული საბჭოს სხდომაში.
შეგახსენებთ, რომ მისალმება „დიდება უკრაინას“, ტრადიცული სამხედრო სალმის ნაცვლად პირველად უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პერიოდში მოქმედებდა.
2018 წლის ოქტომბერში უკრაინის რადამ მიიღო კანონი, რომლითაც სამხედროებს და პოლიციელებს სწორედ ამ სიტყვებით ესალმებიან.