თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღან ხვალ ორდღიანი ვიზიტით აზერბაიჯანში ჩავა. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მიწვევით სამხედრო აღლუმს დაესწრება, რომელიც 10 დეკემბერს გაიმართება.
აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, „სამამულო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილ პირველ სამხედრო აღლუმში“ მონაწილეობას მიიღებს სამი ათასზე მეტი ჯარისკაცი, წარმოდგენილი იქნება ტექნიკის 150-მდე ერთეული.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის აზერბაიჯანში ვიზიტისას ასევე განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული მოვლენები.