თურქეთის პრეზიდენტი - ჩვენ გვსურს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, სხვა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ
„ჩვენ გვსურს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა, სხვა გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად თურქეთმა ყველაფერი გააკეთა. გაწევრიანება ორხმრივი პროცესია, ევროკავშირმაც უნდა შეასრულოს დაპირება“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი თურქეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესს აფერხებს, შემდეგ კი ყველაფერში თურქეთს ადანაშაულებს.
„ეს არასამართლიანია. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა გვთავაზობს ალტერნატიულ ვარიანტს, ეს უსამართლობაა“, – განაცხადა ერდოღანმა.