თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 12 ადამიანი დააკავა
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 12 ადამიანი დააკავა

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან სავარაუდო კავშირში მყოფი 12 ადამიანი დააკავა.

თურქული მედია წერს, რომ კონტრტერორისტული სამსახურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები კონფლიქტურ ზონებში მყოფ ტერორისტებს ფულს უგზავნიდნენ.

სპეცოპერაცია სტამბოლში 12 სხვადასხვა ადგილას ერთდროულად ჩატარდა, რომლის დროსაც სამართალდამცველებმა ციფრული და ორგანიზაციული დოკუმენტები აღმოაჩინეს. ეჭვმიტანილებთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.