თურქეთის პოლიციამ ისრაელის „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა
თურქეთის პოლიციამ ისრაელის „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა

თურქეთის პოლიციამ ისრაელის „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 33 პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი იერლიკაია აცხადებს.

„პოლიციამ რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა რეიდები, როგორც სტამბოლის პროკურატურის კონტრტერორისტული ბიუროსა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის მიერ დაწყებული გამოძიების – ოპერაცია Mole-ის ნაწილი“, – აცხადებს იერლიკაია.

თურქეთის შინაგან საქმეა მინისტრი ასევე აცხადებს, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, მათზე თავდასხმა და გატაცება იყო.

მანამდე, გასულ თვეს თურქეთმა გააფრთხილა ისრაელი სერიოზული შედეგების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი შეეცდებოდა პალესტინის მიღმა მცხოვრები დაჯგუფება „ჰამასის“ წევრების დევნას, მათ შორის თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ეს იქნებოდა შეცდომა ისრაელის მხრიდან.