თურქეთის პოლიციამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 301 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის პოლიციამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 301 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პოლიციამ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ეჭვმიტანილი 301 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა.

როგორც თურქული სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ეჭვმიტანილებს შორის 292 ყოფილი ან მოქმედი სამხედროა.

სპეცოპერაცია 42 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა.

თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენს 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიიჩნევს, რასაც გიულენი კატეგორიულად უარყოფს.

სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში დააკავეს 80 ათასამდე ადამიანი. 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს.