თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო კონტინგენტის კიდევ ერთი წლით განთავსების წინადადებას მხარი დაუჭირა
თურქეთის პარლამენტმა აზერბაიჯანში თურქული სამხედრო კონტინგენტის კიდევ ერთი წლით განთავსების წინადადებას მხარი დაუჭირა.
თურქი სამხედროების მანდატის გახანგრძლივების მომხრეები იყვნენ: მმართველი „სამართლიანობის და განვითარების პარტია“, მთავარი ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტია“, „კარგი პარტია“ და „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“. ოპოზიციური „სახალხო დემოკრატიული პარტია“ კი წინააღმდეგ წავიდა.
გადაწყვეტილება თურქ სამხედროებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ საზღვრისპირა ოპერაციები აზერბაიჯანში კიდევ ერთი წლით, 2021 წლის 17 ნოემბრიდან 2022 წლის 17 ნოემბრამდე.