თურქეთის პარლამენტმა ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით სადავო კანონი მიიღო
თურქეთის პარლამენტმა 251 ხმით ადვოკატთა ასოციაციის სტრუქტურის ცვლილებასთან დაკავშირებით სადავო კანონი მიიღო.
იურისტების განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში სასამართლო დამოუკიდებლობას კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის.
ახალი კანონმდებლობა საშუალებას იძლევა, თითოეულ პროვინციაში, ადვოკატთა რამდენიმე ასოციაცია შეიქმნას, რომელიც ჩაანაცვლებს არსებულ სისტემას.
დოკუმენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს გააძლიერებს მცირე პროვინციულ ასოციაციებს, ადვოკატთა მსხვილი ასოციაციების ხარჯზე, რომლებიც ხშირად აკრიტიკებენ ხელისუფლებას. კანონპროექტის ინიციატორი მმართველი პარტიის წევრი ჯაჰით ოზქანია.