თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს
თურქეთის ოპოზიციური „ნაციონალისტური მოძრაობის პარტია“ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დევლეთ ბაჰჩელის განცხადებით, 26 აგვისტოს არჩევნების ჩატარება ყველაზე რაციონალური და გონივრული გზაა.
2017 წლის რეფერენდუმის თანახმად, თურქეთი საპარლამენტოდან საპრეზიდენტო მმართველობაზე გადავიდა.
თურქეთში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება 2019 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.
ინიციატივის საპასუხოდ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ბაჰჩელის 18 აპრილს შეხვდება და საკითხს განიხილავს.