თურქეთის მთავრობა სირიელი ქურთი პოლიტიკური ლიდერის ექსტრადირების კიდევ ერთ მოთხოვნას ამზადებს
თურქეთის მთავრობა სირიელი ქურთი პოლიტიკური ლიდერის ექსტრადირების კიდევ ერთ მოთხოვნას ამზადებს

თურქეთის მთავრობა აცხადებს, რომ სირიელი ქურთი ლიდერის, სალეჰ მუსლიმის ექსტრადირების კიდევ ერთ მოთხოვნას ამზადებს. ამჯერად სამიზნე გერმანიაა, რომლისგანაც ოფიციალური ანკარა მუსლიმის დროებით დაკავებასა და მათთვის გადაცემას ითხოვს.

თურქეთის გადაწყვეტილება განპირობებულია გასულ კვირას ჩეხეთის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით, რომლის მიხედვითაც, მოსამართლემ არ გაითვალისწინა თურქეთის მთავრობის მოთხოვნა და ქურთი პოლიტიკოსი დარბაზიდან გაათავისუფლა.

სავარაუდოდ ეს საკითხი დღის წესრიგში სამშაბათს დადგება, როცა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ზიგმარ გაბრიელი ბერლინში შეხვდებიან.

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა დაგეგმილი შეხვედრა დაადასტურა, თუმცა დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.

სალეჰ მუსლიმი, რომელიც ადრე სირიაში მთავარი ქურთული პარტიის ლიდერი იყო, გასულ კვირას პრაღაში თურქეთის მოთხოვნით დააკავეს.

ანკარა ქურთულ პარტიას შეიარაღებულ ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს და აცხადებს, რომ სალეჰ მუსლიმი ანკარაზე მიტანილი ორი თავდასხმის უკან დგას.

ჩეხეთის სასამართლოს განაჩენი ოფიციალურმა ანკარამ პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასა და განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა და „ტერორიზმის ღია მხარდაჭერა“ იყო.