თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა
თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში რეკორდულად გაუფასურდა. 11 მარტს გამართული ვაჭრობის დროს ერთი ამერიკული დოლარი 32 ლირა ღირდა.

თურქეთის ეროვნული ვალუტა ასევე გაუფასურდა ევროსთან მიმართებით.

ერთი ევრო 35.06 ლირა ღირს. სტამბოლის საფონდო ბირჟის ძირითადი ინდექსი 28 თებერვლიდან 5 მარტამდე პერიოდში მკვეთრად დაეცა 9 193-დან 8 744 პუნქტამდე, თუმცა 11 მარტს გაიზარდა 9263-მდე.