თურქეთის კიდევ სამ ქალაქში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ბიზნესსაქმიანობის აღდგენის შემდეგ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვმა მოიმატა. პირბადის ტარება სავალდებულო იქნება სტამბოლში, ანკარასა და ბურსაში.
დღეის მდგომარეობით, საჯარო სივრცეში პირბადის ტარება თურქეთის 81 პროვინციიდან, 47-ში სავალდებულოა.