თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის ხელისუფლებამ საგარეო საქმეთა სამინისტროს 249 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. მათ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზიაციასთან კავშირში ადანაშაულებენ.

ანკარა გიულენს 2016 წლის არშემდგარი სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორად მიიჩნევს.

თურქული ტელეკომპანია „ენტივის“ ცნობით, ქვეყნის 43 პროვინციაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად უკვე დაკავებულია 78 ეჭვმიტანილი.

2016 წლის ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 77 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 150 ათასი სახელმწიფო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან დაითხოვეს.