თურქეთის ხელისუფლებამ ქალაქებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა 3 ივნისამდე გაახანგრძლივა
თურქეთის ხელისუფლებამ „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყნის შიგნით, ქალაქებს შორის გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კიდევ 15 დღით, ანუ 3 ივნისამდე გაახანგრძლივა.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყველა ვინც არ დაემორჩილება წესებს, დაისჯება.
ვირუსის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 150 593 შემთხვეევა დაფიქსირდა. დაღუპულია 4 171 ადამიანი.