თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა
თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა

თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევის შესახებ განაცხადა. ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულის რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა და 98 შეადგინა. ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი 89 წლის პაციენტი იყო. მას კონტაქტი ჰქონდა ჩინეთთან დაკავშირებულ ინფიცირებულთან.

ვირუსის გავრცელების გამო, თურქეთმა საგანგებო ზომებს მიმართა. შეწყდა სასწავლო პროცესი. მთავრობის განკარგულებით, დაიხურა თურქული აბანოები.