თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან კაშირის ბრალდებით 210 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან კაშირის ბრალდებით 210 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა.
სტამბოლის პროკურატურის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ძალების, ასვეე ჟანდარმერიის და სანაპირო დაცვის რიგებში ირიცხებიან, მათ შორის ხუთი პოლკოვნიკი, შვიდი ლეიტენანტ-პოლკოვნიკი, 14 მაიორი და 33 კაპიტანია.
მქადაგებელ გიულენთან კავშირში მყოფ პირებს, თურქეთის ხელისუფლება 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობაში სდებს ბრალს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკაშირებით, სასამართლო პროცესი თურქეთში 77 ათასი ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს. სტამბოლის პროკურატურაში აცხადებენ, რომ არმიის რიგებში სავარაუდოდ ფეთჰულა გიულენის მომხრეების იდენტიფიცირება ბოლომდე არ მომხდარა და მათ ნაწილს სამხედრო გადატრიალების მცდელობაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა.