თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს
თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჟურნალისტი და მწერალი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ხაშოგი, რომელიც წარმოშობით საუდის არაბეთიდანაა, უკანასკნელად საუდის არაბეთის საკონსულოში სამშაბათს ნახეს. როგორც თურქეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, წინასწარი გამოძიების ცნობით, ის საკონსულოში მოკლეს. საუდის არაბეთის ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ჟურნალისტის მოსაძებნად მუშაობს.
ჯამალ ხაშოგი ამერიკულ გამოცემა Washington Post-თან თანამშრომლობდა. ის საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მივიდა ყოფილ ცოლთან განქორწინების შესახებ ცნობის ასაღებად, რადგან ჟურნალისტი თავის თურქ საცოლეზე აპირებდა დაქორწინებას.
ხაშოგის საცოლე აცხადებს, რომ საქმროს საკონსულოს გარეთ 11 საათის განმავლობაში ელოდებოდა, თუმცა კაცი არ გამოსულა.
ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სტატიებით არის ცნობილი.