თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 28 დეკემბრიდან ქვეყანაში ჩასულმა ყველა საერთაშორისო მგზავრმა ბოლო 72 საათში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინოს
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, 28 დეკემბრიდან ქვეყანაში ჩასულმა ყველა საერთაშორისო მგზავრმა ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინოს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 28 დეკემბრიდან ყველა პირმა, ვინც ქვეყანაში საჰაერო გზით შევა და 30 დეკემბრიდან ყველა მგზავრმა, ვინც თურქეთში სახმელეთო ან საზღვაო გზით მოხვდება, ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინოს.
ფაჰრეთინ ქოჯას თქმით, მგზავრებმა ტესტზე უარყოფითი პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომამდე უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პირები თურქეთისკენ მიმავალ რეისზე არ დაიშვებიან. ისინი კი, ვინც ქვეყანაში სხვა გზით შემოსვლამდე ტესტზე უარყოფით პასუხს არ წარმოადგენენ, თვითიზოლაციაში იქნებიან გადაყვანილი.
თურქეთში აღნიშნული შეზღუდვები პირველ მარტამდე იმოქმედებს.