თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი - ქვეყანაში კორონავირუსი არ დაფიქსირებულა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი ვირუსისგან დაცულია
თურქეთში ამ ეტაპზე კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ ფიქსირდება, – ეს განცხადება ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეტინ კოჯამ გააკეთა. მინისტრის თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ თურქეთი ვირუსისგან დაცულია.
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა სრულად არის მობილიზებული და სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლი მაქსიმალურად გამკაცრებულია.
„საჭიროების შემთხვევაში, სასაზღვრო პუნქტებთან შესაძლოა, დროებითი საავადმყოფოები მოეწყოს“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.