თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აქვს
თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ინფექციური გასტროენტერიტი აქვს. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ განცხადება ფაჰრეთინ კოჩმამ მას შემდეგ გააკეთა, რაც 25 აპრილს თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი სატელევიზიო ინტერვიუს დროს შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით გადაიდო ერდოღანის რამდენიმე წინასაარჩევნო გამოსვლა.
როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, ერდოღანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ის უახლოეს ხანში გააგრძელებს საარჩევნო კამპანიას.
„ინფექციური გასტროენტერიტის ეფექტი, რომელიც პრეზიდენტს აღენიშნება, შემცირებულია“, – განაცხადა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა.