თურქეთის გენშტაბი - სირიაში 790 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა
თურქეთის გენშტაბი - სირიაში 790 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში 790 ქურთი მებრძოლი და ჯიჰადისტი განეიტრალდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ქურთული სამხედრო შენაერთები თურქეთის ჰატაის პროვინციაში მშვიდობიან მოსახლეობას რაკეტებით ბომბავენ.

თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით აფრინისა და აზაზის პროვინციებში სამხედრო ოპერაცია „ზეთისხილის რტო“ 20 იანვარს დაიწყო, რომელიც სასაზღვრო ზონაში ტერორისტული საფრთხის განეიტრალებას ისახავს მიზნად.

ქურთული საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ თურქეთის საჰაერო და საარტილერიო დაბომბვების შედეგად დაღუპულთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია.