თურქეთის გასართობმა ტელეკომპანია „ფლეშ ტივიმ“ ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა და მაუწყებლობა შეწყვიტა
თურქეთის გასართობმა ტელეკომპანია „ფლეშ ტივიმ“ ხელისუფლება პოლიტიკურ-ფინანსურ ზეწოლაში დაადანაშაულა და მაუწყებლობა შეწყვიტა.
ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედიასაშუალება ხელისუფლების სამიზნე მისი მიუკერძოებლობის გამო გახდა.
განცხადების თანახმად, ფინანსური ზეწოლა რეკლამის შემცირებასაც მოიცავდა, რის გამოც ტელეკომპანია იძულებული გახდა მაუწყებლობა შეეწყვიტა. თურქული „ფლეშ ტივი“ 1992 წლიდან მაუწყებლობდა და თურქეთის ერთ-ერთი პირველი კერძო ტელეარხი იყო.
2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთში, 150-ზე მეტი მედიასაშუალება დაიხურა.