თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ჟანგბადის აპარატის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ერთ-ერთ კლინიკაში ჟანგბადის აპარატის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ” ავრცელებს.
აფეთქება ქალაქ გაზიანთეფში, კერძო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ.
აფეთქების შედეგად განყოფილებაში ხანძარი გაჩნდა.
საუნივერსიტეტო კლინიკა „სანკოს” ადმინისტრაციის განცხადებით, გარდაცვლილები პაციენტები არიან.
ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი კიდევ 14 პაციენტი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.