თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქმენეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, თურქმენეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმება შედგა, რაც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მოხდება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.
„ამ ზამთარში ნახიჩევანში ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთის გავლით მოხდება. უახლოეს ხანში ვაპირებთ იგდირ-ნახიჩევანის ხაზის ექსპლუატაციაში ჩაშვებას“, – განაცხადა ბაირაქტარმა.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, თურქმა მინისტრმა ასევე თქვა, რომ, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, 2030 წლისთვის თურქეთსა და ევროპაში აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიწოდება გაიზრდება.