საქართველოში თურქეთის ელჩი - თურქეთის ევროკავშირში მიღება არ სურთ, რადგან ჩვენ მუსლიმები ვართ
თურქეთის ევროკავშირში მიღება არ სურთ, რადგან ჩვენ მუსლიმები ვართ. ეს განცხადება საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანიმ, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა. მისივე თქმით, ევროკავშირში ანტი-ისლამური განწყობები გაზრდილია.
„ღირებულებები ორმაგ სტანდარტებს გამორიცხავს. თურქეთში ვგრძნობთ, რომ ჩვენ ვასრულებთ „საშინაო დავალებას“, მაგრამ შემდეგ ახალ დავალებას მივიღებთ, რადგან ევროკავშირს არ უნდა ჩვენი მიღება. რატომ? იმიტომ, რომ მუსლიმები ვართ. ჩვენ არ ვაპირებთ რწმენის შეცვლას. ჩენ ვიქნებით მუსლიმები კიდევ დიდი ხანი. ჩვენ დავრჩებით თურქებად და თურქებში ვგულისხმობ ბოსნიელებს, ქურთებს, ქართველებს, არაბებს, აფხაზებს, რომლებიც თურქეთში ცხოვრობენ. ანუ არა მხოლოდ ეთნიკურად თურქებს. ევროკავშირი დღეს სათანადოდ არ რეაგირებს იმ დარღვევებზე, რომელიც თავად ევროპაშია. მაგალითად, ერთ-ერთ ქვეყანაში აკრძალეს მუსლიმების თავსაბურავი, მაგრამ სხვა რელიგიების მიმდევართა თავსაბურავები დაშვებულია. ევროპაში ანტი-ისლამური განწყობა იზრდება“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.