თურქეთის „ეფ 16“-ის ტიპის თვითმფრინავები აზერბაიჯანში სამხედრო წვრთნებში ჩაერთნენ
თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების „ეფ 16“-ის ტიპის თვითმფრინავები უკვე აზერბაიჯანშია.
თურქული სამხედრო ავიაცია აზერბაიჯან-თურქეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას.
ამჟამად ორი ქვეყნის სამხედრო წვრთნების პირველი ფაზა მიმდინარეობს, სახმელეთო ძალები კი სწავლებაში პირველ აგვისტოს ჩაერთვებიან.
სამხედრო წვრთნები, რომელშიც ვერტმფრენები და თვითმფრინავები იღებენ მონაწილეობას, ბაქოში, ნახიჩევანში, განჯაში, კურდამირსა და იევლახში 10 აგვისტომდე გაგრძელდება.