თურქეთის დელეგაცია უახლოეს დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრება
თურქეთის დელეგაცია უახლოეს დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრება. მოლაპარაკების მთავარი თემა სანქციები იქნება, რომელიც აშშ-მა ორ თურქ მინისტრს ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრენსონის დაკავებისთვის დაუწესა.
პასტორი თურქეთის ხელისუფლებამ 2016 წლის ოქტომბერში, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაცია FETO-სთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრა, ცოტა ხნის წინ კი, შინაპატიმრობაში გადაიყვანა.
აშშ-მა ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, თურქეთის იუსტიციის მინისტრ აბდულაჰმეთ გიულისა და შს მინისტრ სულეიმან სოილუს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.