თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ლირის კურსის სტაბილურობისთვის ყველა ზომას მიმართავს
თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ლირის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა აუცილებელ ზომას მიმართავს.
როგორც ქვეყნის ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, ზომები მიმართულია ფინანსური სტაბილურობის მხარდასაჭერად და ბაზრების ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ცენტრალური ბანკი პირობას დებს, რომ ბანკებს საჭირო ლიკვიდურობით უზრუნველყოფს, რისთვისაც 10, 45 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.
აღნიშნული განცხადების გამო, თურქული ლირის კურსმა ვარდნა შეამცირა.
გასული კვირის ბოლოს თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 2001 წლის შემდეგ მაქსიმალურად გაუფასურდა.
თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქულ ფოლადსა და ალუმინზე ტარიფების დაწესების შესახებ განაცხადა.