„თურქეთის ავიახაზები“ თბილისსა და ანკარას შორის პირდაპირ რეისებს იწყებს
„თურქეთის ავიახაზები“, რომელმაც პირველი რეისი საქართველოს (თბილისის) მიმართულებით 1997 წელს
შეასრულა, ამატებს ახალ პირდაპირ რეისს ამჯერად ანკარა-თბილისის მიმართულებით, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოში თურქეთის საელჩოდან აცნობეს.
ანკარა-თბილისის რეისების შესრულება დაიწყება 2019 წლის 18 იანვარს. დაგეგმილია კვირაში ორი რეისის
შესრულება, ორშაბათსა და პარასკევს. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.
„თურქეთის ავიახაზები“ ამჟამად თბილისის მიმართულებით კვირაში 30, ხოლო ბათუმის მიმართულებით კვირაში შვიდ რეისს ასრულებს სტამბოლიდან.