თურქეთი კორონავირუსის საფრთხის გამო საბერძნეთსა და ბულგარეთთან სახმელეთო საზღვარს ხურავს
თურქეთი კორონავირუსის საფრთხის გამო საბერძნეთსა და ბულგარეთთან სახმელეთო საზღვარს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დროებით შეჩერდება ქვეყნებს შორის სარკინიგზო მიმოსვლაც. შეზღუდვები დღეს, თურქეთის დროით 21:00 საათზე ამოქმედდება.
ამ დროის მონაცემებით, თურქეთში ახალი კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა. 17 მარტს კი ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. რაც შეეხება საბერძნეთს, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით 387 ადამიანი ინფიცირებული. ბულგარეთში კი ვირუსი 81 ადამიანს დაუდგინდა.