თურქეთი ევროპის 11 ქვეყანას სავიზო რეჟიმს უმარტივებს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სავიზო რეჟიმი უმარტივდებათ ავსტრიის, ბელგიის, ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის, ხორვატიის, ნიდერლანდების, ირლანდიის, ესპანეთის, მალტის, ნორვეგიის, პოლონეთისა და პორტუგალიის მოქალაქეებს.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელი უკვე მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.