თურქეთი და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელს სამშაბათს მოაწერენ
თურქეთი და დიდი ბრიტანეთი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელს სამშაბათს მოაწერენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ერდოღანის განცხადებით, შეთანხმება ბრიტანეთთან, რომელიც ბრექსითის გარდამავალი პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე გაფორმდება, თურქეთისთვის ევროკავშირთან 1995 წლის საბაჟო კავშირის შემდგომ ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნება.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ახალი პერიოდის დასაწყისია, რომელიც ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება.