თურქეთი აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელ რკინიგზას გაიყვანს
თურქეთი აზერბაიჯანის ავტონომიურ რესპუბლიკა ნახიჩევანთან დამაკავშირებელ რკინიგზას გაიყვანს. ამის შესახებ განცხადება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ კარაისმაილოღლუმ გააკეთა.
„კავკასიაში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე ვაპირებთ, ავაშენოთ საკრინიგზო მაგისტრალი ნახიჩევანის მიმართულებით. წინასწარი კვლევითი სამუშაოeბი მალე დასრულდება“, – განაცხადა თურქმა მინისტრმა სააგენტო „ანადოლუსთან“ საუბარში.
შეგახსენებთ, 11 ნოემბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარამ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მთიან ყარაბაღში ზავის კონტროლის ერთობლივი ცენტრი შეიქმნება.
9 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდა. შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნას ითვალისწინებს.