თურქეთი აშშ-ს ალუმინსა და ფოლადზე ტარიფებს გაუორმაგებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალურმა ანკარამ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგების საპასუხოდ მიიღო.
თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მიერ თურქეთიდან იმპორტირებულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაზრდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს ეწინააღმდეგება.
ანკარაში ამბობენ, რომ ალუმინისა და ფოლადის თურქ ექსპორტიორებს საერთაშორისო ასპარეზზე კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებისგან დაიცავენ.
10 აგვისტოს დონალდ ტრამპმა თურქული ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე ტარიფები გააორმაგა. ახალი წესების თანახმად, თურქულ ალუმინზე ტარიფი 20%, ფოლადზე კი 50% იქნება. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამჟამად თურქეთთან კარგი ურთიერთობები არ აქვს.