თურქეთ-ევროკავშირის სამიტზე ანკარა-ევროკავშირის შეთანხმების პირობებსა და სირიელ ლტოლვილებზე იმსჯელებენ
თურქეთ-ევროკავშირის სამიტზე ანკარა-ევროკავშირის შეთანხმების პირობებსა და სირიელ ლტოლვილებზე იმსჯელებენ

ბულგარეთში დღეს თურქეთ-ევროკავშირის სამიტი გაიმართება, სადაც ანკარასა და ევროკავშირს შორის არსებული შეთანხმების პირობებსა და სირიელ ლტოლვილებზე
უნდა იმსჯელონ.

ევროკავშირის მხრიდან სამიტს ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟან კლოდ იუნკერი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი დაესწრებიან. სამიტის დაწყებამდე ჟან კლოდ იუნკერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თურქეთსა და ევროკავშირს შორის საკმაოდ დიდი სხვადასხვაობაა.

„ეს იქნება ღია სამიტი, სადაც ჩვენ არ დავმალავთ და ღიად ვისაურებრეთ აზრთა სხვადასხვაობებზე და შევეცდებით, რომ თანამშრომლობა გავაუმჯობესოთ“, – განაცხადა იუნკერმა.

გასულ კვირას ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ სამიტზე თურქეთის პრეზიდენტი ხმელთაშუა ზღვასა და ეგეოსის ზღვაში განხორციელებული ქმედებების გამო მკაცრად გააკრიტიკეს და სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს საბერძნეთს.